გადავწყვიტეთ მონაწილეობა მიგვეღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ბლოგების კონკურსში "პლანეტა თამბაქოს კვამლის გარეშე". ბლოგის შექმნაში მონაწილეობა მივიღეთ სსიპ გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მე-12 კლასის კადეტებმა:
საკონტაქტო პირი: ეკა მურუსიძე e.murusidze@gmail.com
ეკა მურუსიძე - ქიმიისა და მეწარმეობის საფუძვლების მასწავლებელი
ელენე კოხრეიძე - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
ბლოგის შექმნის მიზნებია:
- მოვიძიოთ და დავამუშავოთ ინფორმაცია თამბაქოს გავრცელების ისტორიის, მისი შემადგენლობის, გავლენის შესახებ ადამიანის ჯანმრთელობაზე
- კვლევის ჩატარება ლიცეუმში და შედეგების ანალიზი
- მწეველთათვის რჩევების შემუშავება - როგორ და რატომ უნდა დაანებო თავი მოწევას
ლიცეუმში ჩატარებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ეს საკითხი აქტუალურია ჩვენი სასწავლებლისთვისაც კი, მიუხედავად იმისა, რომ კადეტთა ლიცეუმში ჩაბარების შემდეგ მწეველთა 64% განაცხადა, რომ თავი დაანება მოწევას. გავლენას ახდენს ასევე ლიცეუმის შინაგანაწესი, რომლის თანახმადაც ლიცეუმის ტერიტორიაზე აკრძალულია სიგარეტის მოწევა . იმართება საუბრები ფსიქოლოგთან, ლიცეუმის კაპელანთან. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში დამკვიდრებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი.
ბოლო დროს წიგნებისა და ფსიქოლოგების დახმარებით, ბევრმა შეძლო სიგარეტისათვის თავის დანებება , თუმცა საზოგადოდ სიგარეტზე უარის თქმა ძალიან ძნელია.
იფიქრეთ არამწეველის სიკეთეზე, ჯანმრთელობაზე, გუნება-განწყობის, ყნოსვის , გემოვნების გაუმჯობესებაზე, დაღლილობის მოხსნაზე, თავისუფალ სუნთქვაზე, შრომისუნარიანობის მომატებაზე, იფიქრეთ იმაზე, რომ საბოლოოდ თავისუფლდებით დამოკიდებულებისაგან, ნუ შეგაშინებთ ცვლილება, მარცხიც კი. ამით თავიდან აიცილებთ საშიშ დაავადებებს. თუ ზემოთ მოყვანილი არგუმენტების სისწორეში დარწმუნდით, ჩააქრეთ უკანასკნელი სიგარეტის ღერი და იცხოვრეთ მის გარეშე .
იცოდეთ სიგარეტის გარეშე ცხოვრება ნიშნავს თავისუფლებას. მისი მიღწევა კი სრულიად რეალურია და სულაც არაა რთული.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი შეიცავს საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ყველასთვის, ვინც თვლის , რომ ჩვენი პლანეტა ნამდვილად უკეთესი იქნება თამბაქოს კვამლის გარეშე.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებას!
ვფიქრობთ, ჩვენ მიერ შექმნილი ბლოგი შეიცავს საინტერესო და საჭირო ინფორმაციას ყველასთვის, ვინც თვლის , რომ ჩვენი პლანეტა ნამდვილად უკეთესი იქნება თამბაქოს კვამლის გარეშე.
Комментариев нет:
Отправить комментарий