ეკლესია თამბაქოს შესახებ






მამა გაბრიელი: მეუფეო, რას იტყოდით სიგარეტის მოწევის შესახებ?

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: რამდენადაც დასაშვებია ალკოჰოლის ზომიერი მიღება, იმდენად აბსურდული და დაუშვებელია მოწევა. მას ადამიანისათვის სარგებლობა საერთოდ არ მოაქვს; იგი ორგანიზმის დაავადებისა და დასუსტების მიზეზია. და რაც ყველაზე საშინელია, მოწევა წარმართული რიტუალების ბეჭედს ატარებს და ქრისტიანის სულს ანადგურებს.

მოწევა გაცილებით გვიანდელი მოვლენაა, ვიდრე ლოთობა, ამიტომ ვერც წმიდა წერილში და ვერც პირველი საუკუნეების ეკლესიის მამათა ნაწერებში ვერ ვიპოვით მოწევის პირდაპირ აღწერას ან აკრძალვას. მიუხედავად ამისა, ეს მოვლენა უყურადღებოდ არ დარჩენია წმ. ნიკოდიმოს მთაწმიდელს (XVIII ს.), "უხილავი ბრძოლის" ავტორსა და "ფილოკალიის" რედაქტორს... წმ. ნიკოდიმოსის განმარტებით მოწევა ეწინააღმდეგება ქრისტიანულ სათნოებებსა და ტრადიციულ ქრისტიანულ ზნეობრივ პრინციპებს. იგი ყოვლად დაუშვებელია სასულიერო პირებისათვის, რადგან ამცირებს და უპატიო-ჰყოფს მღვდლობის მაღალ ღირსებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯანმრთელობის დაზიანებაზე. წმინდანი დაასკვნის: "როგორ შეიძლება ქრისტიანი, სული წმიდის ჭურჭელი, ეშმაკისეული უწმინდურობის სამკვიდრებელი გახდეს?" (შდრ. იაკ. 1,21; გამოცხ. 5,8).

მამა გაბრიელი: საეკლესიო გადმოცემაში თუ მოიხსენიება რაიმე თამბაქოს მოწევის შესახებ?

ეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი: ნაკლებად. თუმცა ამის შესახებ საუბრობს ათონის ყველა თანამედროვე სულიერი მოძღვარი (ე.წ. "სტარეცი") და საბერძნეთის ეკლესიის გამოჩენილი სასულიერო პირი. ისინი ერთხმად კრძალავენ მოწევას. ზოგიერთი ათონელი მოძღვარი ამ საკითხის მიმართ იმდენად მკაცრია, რომ მწეველ მომლოცველებს აღსარებაზე არც კი იღებს. მათი აზრით, როგორ შეძლებს სხვა ცოდვიანი მიდრეკილებებისაგან განწმენდას ის ადამიანი, რომელსაც მოწევის მიტოვების თავიც არა აქვს? მოწევის დაუშვებლობაზე საუბრობენ რუსეთის ეკლესიის წმინდანები, მათ შორის, ღირსი სილუან ათონელი და ღირსი ამბროსი ოპტინელი...

დასასრულს მართლმადიდებელი ბერძნების ცხოვრებიდან დავიმოწმოთ ერთი შემთხვევა. მეოცე საუკუნის დამდეგს, როდესაც თურქებმა მცირე აზიიდან მართლმადიდებელ ბერძენთა უმეტესობა გაასახლეს, სმირნასთან ახლოს ასეთი რამ მოხდა: ვიღაც თურქ ყასაბს ჰქონდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძველი ხატი, რომელსაც ხორცის დასაჭრელ ფიცრად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა, აღეკვეთა სიწმინდის საშინელი შეურაცხყოფა და ხორცთან ერთად ხატიც იყიდა, ისე როგორც ჩვეულებრივი ფიცარი. სახლში მან ხატი გაწმინდა და სასტუმრო ოთახის კედელზე ჩამოკიდა.

სამწუხაროდ, ეს კაცი მწეველი იყო. რამდენიმე დღის შემდეგ მას ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა სიგარეტის კვამლით მისი ხატის შებილწვას, სჯობდა იგი ისევ თურქისთვის დაებრუნებინა. ღვთისმშობელი ამჯობინებდა თურქ ვაჭარს ხატზე ხორცი დაეჭრა, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს იგი "ეშმაკის საკმევლის" სიმყრალით შეეხრჩოლა. ხსენებულმა ქრისტიანმა გაიაზრა თავისი ცოდვა და მოწევას სამუდამოდ დაანება თავი.



გამოყენებულია http://martlmadidebloba.ge/codvebi5.html საიტის მასალები
             https://www.youtube.com/watch?v=tUnhCvQB37A
            https://www.youtube.com/watch?v=GfFmVbSYpE4


Комментариев нет:

Отправить комментарий