თამბაქოს რეკლამა თუ ანტირეკლამა???





თამბაქოს რეკლამა
რას ვხედავთ თამბაქოს პროდუქციის რეკლამაში
რას ვერ ვხედავთ თამბაქოს პროდუქციის რეკლამაში
სიგარეტის ლამაზად გაფორმებულ ყუთს, რომელიც ეს-ეს არის გახსნა რეკლამის გმირმა;
სიგარეტის ნამწვავით სავსე საფერფლეებს და დაჭმუჭნულ ყუთებს;
ახალგაზრდა, ლამაზ, ჯანმრთელ, წარმატებულ ადამიანებს;
თამბაქოს ბოლისაგან გაყვითლებულ, აკანკალებულ თითებსა და ავადმყოფურ სახეებს;
რეკლამის გმირი დიდი სიამოვნებით აბოლებს სიგარეტს;
რეკლამის გმირი ახველებს
სიგარეტის მოწევა არასოდეს უშლის ხელს გარშემომყოფებს;
რეკლამაში არ ჩანს მწეველის შვილები, მეზობლები, ოჯახის წევრები, რომლებიც შეიძლება თამბაქოს ბოლმა შეაწუხოს
რეკლამის გმირმა, მას შემდეგ, რაც ძალზე მნიშვნელოვანი საქმე დაასრულა სიგარეტს მოუკიდა;
რეკლამის გმირი არასოდეს არ ეწევა იმის გამო, რომ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა რაიმე სკანდალის, წაგების , ჩხუბის შემდეგ;
საკითხავი ის კი არ არის - მოწიო თუ არა მოწიო, მთავარია, ზუსტად შეარჩიო, რომელი სიგარეტი მოწიო;
არასოდეს აჩვენებენ ავადმყოფებს, რომლებიც ნანობენ, რომ სიგარეტის მოწევას თავი დროულად არ დაანებეს.




Комментариев нет:

Отправить комментарий