თამბაქოს მოწევა მავნე ჩვევაა, რაც ნარკომანიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. იგი უარყოფით გავლენას ახდენს მწეველთა და გარშემო მყოფთა ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებით ვნებს ბავშვებსა და მოზარდებს. თამბაქოს კვამლში შემავალი ნიკოტინი მეტად შხამიანია იგი აღიზიანებს სასუნთქი გზების ლორწოვან გარსს და იწვევს მის ანთებას.
სასუნთქ ორგანოებზე მოქმედების გარდა, თამბაქო იწვევს ცვირ-სახისა და ხორხის ანთებას, ქრონიკულ ბრონქიტს. ნიკოტინის გავლენით ფილტვების ფუნქცია ქვეითდება და ჟანგბადის ცვლის პროცესი ნელდება.
თამბაქო მავნედ მოქმედებს მოზარდის ნერვულ სისტემაზე მოწევის დაწყებისას აღაგზნებს, შემდეგ კი მეხსიერება და ყურადღება ქვეითდება, შრომისუნარიანობა კლებულობს.
სამწუხაროდ, გახშირდა მწეველი გოგონებისა და ბიჭების რაოდენობა. ცნობისმოყვარეობა , უფროსების მიბაძვა ხელს უწყობს ახალგაზრდებში თამბაქოს მოწევის გახშირებას, ხშირ შემთხვევაში მოზარდი თამბაქოს მოწევას იწყებს მეგობრების მიბაძვით. თამბაქოს დამწყები მწეველთა ასაკი ,სამწუხაროდ, 10 დან 16 წლამდე ფარგლებშია .
მათთვის, ვინც დღე-ღამეში 10-19 ღერ სიგარეტს ეწევა სიკვდილიანობის კოეფიციენტი 70% ით იზრდება, ვინც 40 სა და მეტს 150%-ით.
Комментариев нет:
Отправить комментарий