დედამიწა თამბაქოს კვამლის გარეშე... მართლაც, რომ კარგად ჟღერს, მაგრამ ეს აუსრულებელი რეალობაა.
მწეველების უმეტესობისათვის, მოწევის დაწყებამდეც და მოწევის პროცესშიც ცნობილი არის თამბაქოს მავნებლობის შესახებ, მაგრამ მაინც იწყებენ... შემდეგ კი აღარ ანებებენ თავს მოწევას. აღარ და არა, ვეღარ. მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ ჰიპოთეზების ბრალია, რომლითაც მათ გონება აქვთ მოცული. ჯეიმს ალენი ამბობდა: "ჩვენი გონება აზრების ბაღს ჰგავს, სადაც, თუ დათესავ სასარგებლო აზრებს, სასარგებლო შედეგს მოიმკი." სწორედაც, რომ ასეა - მწეველები თესავენ საკუთარ თავში აზრებს, რომ არა აქვთ იმის ნებიყოფა სიგარეტს თავი დაანებონ, ამით იკლავენ მოტივაციასა და სურვილს ამის გაკეთებისას. მარკ ტვენი ამბობდა: "სიგარეტისთვის თავის დანებება არაა რთული მე პირადად 74 - ჯერ დავანებე თავი."
როგორც ზევით ვთქვით, მწეველებმა იციან თამბაქოს მავნე ზემოქმედების შესახებ, მაგრამ მაინც არ ანებებენ თავს... რატომ?! ტოლსტოი ამბობდა: "ადამიანი, როცა საკუთარი სულიერი "მეს" სასარგებლოდ მოქმედებს, საზოგადოების გაკიცხვა ხვდება ხოლმე წილად, ხოლო, როცა მის საწინააღმდეგოდ და ცხოველური "მეს" სასარგებლოდ მათ მოწონებასაც კი იმსახურებს ხოლმე." მეც ასე მგონია და ასეცაა. მწეველთა უმრავლესობა სხვისი ზეგავლენით იწყებს მოწევას, ზოგი კი დასთესს თავის "გონების ბაღში" იმ აზრს, რომ მოწევა ნერვიულობის დროს ამშვიდებს და ა.შ. ამის მერე ხდებიან თავისივე არასწორი აზრების აღმონაცენის მსხვერპლნი.
სიგარეტის მოწევის დაწყება შეიძლება სხვისი ზეგავლენით მოხდეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ჩვენზეა. ჩვენ ვართ ჩვენივე აზრების, ჩვენივე ცხოვრების შემოქმედნი და წარმმართველნი. ასე რომ, მოგიწოდებთ შემოუძახეთ საკუთარ თავს, დაფიქრდით იმაზე, რომ მოწევით არა მარტო საკუთარ თავს, არამედ გარშემო მყოფებსაც ვნებთ. დაფიქრდით იმაზე, თუ რაოდენ კარგი და ადვილი გახდება ცხოვრება დაავადებების ნაკლები რისკის გარეშე. მეტი გამძლეობით, და გაიხსენეთ, თუ არ გახსოვთ წარმოიდგინეთ, თუ რაოდენ კარგია სუფთა, გრილი ნიავის სუფთა, ჯანსაღი ფილტვებით ჩასუნთქვა. მხოლოდ ამ სიამოვნების დაკარგვის გამოც კი არ ღირს სიგარეტის მოწევის დაწყება.
და ბოლოს, მოკლედ გეტყვით და მოგიწოდებთ:
ნუ იკლავ თავს ! ! ! ნუ მოკლავ სხვას ! ! !
ავტორი:თამაზ ღუღუნიშვილი
ავტორი:თამაზ ღუღუნიშვილი
Комментариев нет:
Отправить комментарий