თამბაქოს ფოთლები 2500-ზე მეტ ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, თამბაქოს ბოლში კი მათი რაოდენობა 4000-მდე აღწევს. მეცნიერების მიერ განსაზღვრულია, რომ თამბაქოს ბოლში შედის 40 ზე მეტი კანცეროგენი. კანცეროგენი წარმოადგენს კიბოს გამომწვევ ნივთიერებას.
მოწევისას თამბაქოს 25% იწვება 25% ჩადის ფილტვებში 50% კი ფერფლის სახით რჩება გარემოში. თამბაქოს კვამლი (წვის პროცესში)მოიცავს 2 ფაზას: აიროვან და მყარ ფაზებს.
აიროვან ფაზაში ძირითადი ტოქსიკური ნივთიერებებია: ნახშიროჟანგი,აზოტის ოქსიდი, ამიაკი, ბენზოლი, ფორმალდეჰიდი, აზოტის ზეჟანგი, აცეტონი.
კვამლის მყარი ფაზა წარმოდგენილია თამბაქოს ფისის სახით. ფისი არის თამბაქოს წვის შედეგად წარმოქმნილ კომპონენტთა ერთობლიობა (ნახშირი, არომატული ნახშირწყალბადები,ფენოლი, ბენზოლი, ნიკელი, პოლონიუმი.) მათი ზემოქმედება იწვევს სხვადასხვა ლოკალიზაციის სიმსივნეებს.
ამ ნივთიერებებიდან შეიძლება გამოვყოთ ჯანმრთელობისთვის საშიში 3 ნივთიერება:
- ნიკოტინი,
- კარბონმონოქსიდი
- კუპრი.
ნიკოტინი არის მცენარეული წარმოშობის ზეთისებური, უფერო, გამჭირვალე სითხე. აქვს მწარე გემო ახასიათებს ტოქსიკური ზემოქმედება. ნიკოტინის 1 წვეთი კლავს საშუალო წონის ადამიანს.
სიგარეტის ბოლი შეიცავს ისეთ მომწამლავ გაზს, როგორიცაა კარბონმონოქსიდი, რომელიც ასევე შედის ავტომობილის ძრავის გამონაბოლქვში. ამ გაზის მომწამლავი მოქმედება გამოიხატება იმით, რომ იგი სისხლის წითელ ბურთულებს უერთდება ,იკავებს ჟანგბადის ადგილს, ამიტომაც ორგანიზმი ვეღარ მარაგდება საჭირო რაოდენობის ჟანგბადით. ორგანიზმში ჟანგბადის უკმარისობა კი იწვევს სხვადასხვა სასიცოცხლო სისტემის ფუნქციის დაქვეითებას.
კუპრი წარმოადგენს მეტად საშიშ კანცეროგენულ (კიბოს გამომწვევ) ნივთიერებას, რომელიც თამბაქოს ბოლთან ერთად ხვდება ფილტვებში და იქ ილექება.
ძალიან ხშირად გვსმენია შემდეგი ფრაზები:
რატომ
არ უნდა მოწიო?
|
რატომ
უნდა მოწიო?
|
აფუჭებს სახის კანს
კბილებს აყვითლებს
ფილტვებს აზიანებს
გულს აზიანებს
აქვეითებს ფიზიკურ აქტივობას
იწვევს სიმსივნეს
|
ნერვებს ამშვიდებს
ხსნის თავის ტკივილს
ხელს უწყობს მობილიზაციას
ხელს უშლის გასუქებას
სიცივეში გათბობს
სიგარეტის მოწევა მოდაშია და ა.შ
|
გამონათქვამის "ხელს უშლის გასუქებას" კონტრარგუმენტებია:
როცა ადამიანი თავს ანებებს თამბაქოს მოწევას, მადა უბრუნდება, შემდეგ აღუდგება გემოს შეგრძნება, ამიტომ ყოფილ მწეველებს ჭამა სიამოვნებას ანიჭებთ. თუ ამ პერიოდში ფიზიკური დატვირთვა გაიზრდება, მადის მიუხედავად, ადამიანი შეიძლება გახდეს კიდეც. და ბოლოს, რამდენი მსუქანი ადამიანი ეწევა, მაგრამ არ ხდება.
გამონათქვამისთვის "სიგარეტი სიცივეში ათბობს" კონტრარგუმენტებია:
ორგანიზმში მოხვედრილი შხამები აჩქარებს პულსს და მაღლა წევს არტერიული წნევის დონეს, ყოველივე ეს ხანმოკლე გათბობის ეფექტს ქმნის ; თუმცა პულსის გახშირება და არტერიული წნევის აწევა საბოლოო ჯამში იწვევს ორგანიზმის გამოფიტვას და სხვადასხვა დაავადებას. ცივი ჰაერისა და თამბაქოს ცხელი ბოლის მონაცვლეობა იწვევს კბილის მინანქრის დაშლასა და კარიესის განვითარებას.
გამონათქვამისთვის "სიგარეტის მოწევა მოდაშია" კონტრარგუმენტებია:
ცივილიზებულ სამყაროში ეს მოდა უკვე გადავიდა ; ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოდურად გამოიყურება სპორტული აღნაგობის არამწეველი ადამიანი. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში თამბაქოს მოწევა საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია; სხვების თანდასწრებით სიგარეტის მოწევა ცუდ ტონად, ცუდი აღზრდის ნიშნად ითვლება.
Комментариев нет:
Отправить комментарий