თამბაქოს მოწევა მავნეა არა მარტო მწეველთათვის, არამედ იმათთვისაც, ვინც მწეველებთან ერთად შენობაში იმყოფება და თამბაქოს კვამლის მოწამლული ჰაერით სუნთქავს. ყოველწლიურად ასობით არამწეველი იღუპება მათ ორგანიზმში თამბაქოს ბოლის მოხვედრის გამო . მათი უმრავლესობა ბავშვები და მოზარდები არიან. მწველები დიდ ზიანს აყენებენ ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.
ადამიანს,რომელიც სუნთქავს თამბაქოს ბოლით დაბინძურებულ ჰაერს, პასიური მწეველი ეწოდება, პასიური მოწევა საფრთხეს უქმნის ადამიანთა ჯანმრთელობას. გამოთვლილია, რომ წელიწადში თითქმის 50 000 არამწეველი იღუპება პასიური წევისაგან გამოწვეული შედეგების გამო. არამწეველთა შორის პასიური მოწევა ყველაზე მეტად მოქმედებს ბავშვებზე, მოზარდებსა და იმ პირებზე, რომელთაც აქვთ ასთმა, გულის დაავადებები და ა.შ.
პასიური მწეველი სუნთქავს 2 ტიპის ბოლს:
- პირდაპირი გამონაბოლქვი
- გვერდითი გამონაბოლქვი.
გვერდითი ბოლი შეიცავს 2-ჯერ მეტ ნიკოტინს და 5-ჯერ მეტ კარბონმონოქსიდს , ვიდრე პირდაპირი ბოლი. აგრეთვე მის შემადგენლობაში უფრო მეტია სხვა მომწამლავი ნივთიერებებიც.
მწეველი მშობლების შვილები ფაქტობრივად არიან პასიური მწეველები.ასეთ ბავშვებს აღენიშნებათ ინფექციური დაავადებებისადმი ნაკლები წინააღმდეგობის უნარი, ისინი ხშირად ავადმყოფობენ, აცდენენ სკოლას და უფრო დიდხანს არიან საავადმყოფოში, ვიდრე არამწეველთა შვილები.
Комментариев нет:
Отправить комментарий