თამბაქოს გავრცელების ისტორია

 თამბაქოს სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება. მის ფოთლებს იყენებდნენ რელიგიურ რიტუალებში და სამკურნალო მიზნით: მალარიის, გაციებისა და ქოლერის დროს.


   1492 წლის 12 ოქტომბერს ქრისტეფორე კოლუმბის ექსპედიციის წევრები ხმელეთზე გადასხდნენ, ისინი გაოცებული შეჰყურებდნენ მანამდე არნახულ სანახაობას: აბორიგენები ისუნთქავდნენ რაღაც მცენარის ბოლს, რომელსაც შემდეგ ბოლქვებად უშვებდნენ ნესტოებიდან და პირიდან ასე აღნიშნავდნენ ინდიელები წმინდა დღესასწაულს-ისინი თამბაქოს ფოთლებს ღმერთის ნაბოძებად მიჩნევდნენ და უწოდებდნენ მას Tobaco -ს


  კოლუმბმა ევროპაში კარტოფილთან და პომიდორთან ერთად თამბაქოც შემოიტანა. პირველი ევროპელი თამბაქოს მწეველი კოლუმბის თანამგზავრი, ესპანეთში დაბრუნებისთანავე ციხეში ჩასვეს, რადგან ეგონათ, რომ მასში ეშმაკი ჩასახლდა.

  მოგვიანებით, 1560 წელს საფრანგეთის ელჩმა პორტუგალიაში, ჟან ნიკომ იყიდა თამბაქოს თესლი და გაგზავნა საფრანგეთის სამეფო კარზე. ეს ორიგინალური საჩუქარი ძალიან მოეწონა დედოფალ ეკატერინე მედიჩის. მისი ბრძანებით, დაიწყეს თამბაქოს კულტივირება და უწოდეს მას Nikotina Tabacum.


  მე-16  საუკუნეში ინგლისში შემოვიდა ე. წ. მოსაწევი საღამოები და თამბაქოს მოყვარულთათვის სპეციალური სამოსი - სმოკინგი გამოიგონეს

  მითი თამბაქოს სასიკეთო თვისებების შესახებ მოგვიანებით დაინგრა. ფრანგმა ქიმიკოსება: პელენტიემ და კავანტუმ თამბაქოსგან გამოყვეს ალკალოიდი - ნიკოტინი, რომელიც უძლიერესი შხამი აღმოჩნდა.
 თამბაქოს მოხმარება იკრძალებოდა როგორც საერო, ასევე სასულიერო ხელისუფლების მიერ. 1623 წელს პაპმა ურბან მერვემ გამოსცა ბულა, რომლითაც თამბაქოს მწეველებს ეკლესიიდან მოკვეთა უმუქრებოდათ. XVII ს-ში რუსეთის მეფე მიხეილი ციმბირში ასახლებდა ყველას, ვისაც თამბაქოს აღმოუჩენდა. ოტომანთა იმპერიის სულთან ამურაატ მეოთხის ბრძანებით, თამბაქოს მოწევა სიკვდილით ისჯებოდა.
    საქართველოში თამბაქო მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოს გამოჩნდა ეს იყო დაბალი ხარისხის წეკო. მაღალხარისხოვანი თამბაქოს კულტურა ჩვენში მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში გავრცელდა.

 მსოფლიოში სიგარეტის - ამ საოცრად გავრცელებული იარაღის შესაძენად ყოველწიურად დაახლოებით 80-100 მილიარდი დოლარი იხარჯება. 
  მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოწევით გამოწვული დაავადებების გამო იღუპება 3 000 000 ადამიანი ანუ ყოველ 4 წამში 1 მწეველი. 
   საქართველოში მწეველთა პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალია. 
  კერძოდ: მოსახლეობის 18-დან 65 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ეწევა მამაკაცების 80-85%, როდესაც ეს მაჩვენებელი ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ა.შ.შ., შეადგენს 20%-ს.
 მეცნიერთა აზრით, 20 წლის ასაკის ყოველი 1 000 მწეველი ახალგაზრდიდან, რომლებიც ახლა ეწევიან, მეოთხედი ანუ 250 ახალგაზრდა სიცოცხლის ხანგრძლივობას იმცირებს 20-22 წლით და კიდევ მეოთხედი იღუპება თამბაქოს მოწევით გამოწვეული დაავადებებისაგან.
    ფილტვის კიბოს შემთხვევათა 90% თამბაქოს მოწევითაა გამოწვეული.

Комментариев нет:

Отправить комментарий