რატომ და როგორ უნდა დაანებო თავი მოწევას
მსოფლიოში ყოველწლიურად თამბაქოს მოწევას თავს ანებებს მილიონობით ადამიანი. მწეველთა უმრავლესობისთვის ეს პროცესი ადვილი არაა, რადგან მათი ორგანიზმი შეჩვეულია ნიკოტინს. სიგარეტის მიღების შეწყვეტის შემდეგ, მათ უწევთ გაიარონ რთული ფიზიკური და ფსიქოლოგიური გარდამავალი პერიოდი, სანამ თავს იგრძნობენ ისევე კომფორტულად, როგორც გრძნობენ არამწეველები.
თუ ადამიანს სურს თავი დაანებოს მოწევას, მან პირველ რიგში უნდა გააცნობიეროს , თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს თან ამ ფაქტს.
ადამიანი თავს დაანებებს თუ არა სიგარეტის მოწევას, მაშინვე იწყება ორგანიზმის გაწმენდის პროცესი პირველი 24 საათის განმავლობაში ნიკოტინისა და კარბონატის მონოქსიდის დონე მაშინვე ეცემა. ნიკოტინის განმეორებითი დოზის მიუღებლობის შემთხვევაში ,გულისცემა რეგულირდება და სისხლის წნევა მცირდება იმის გამო, რომ კარბონმონოქსიდი აღარ ხვდება ორგანიზმში, სისხლძარღვებში მატულობს ჟანგბადის შემცველობა. 2-3 დღის შემდეგ ნიკოტინის დიდი ნაწილი გამოიდევნება ორგანიზმიდან.
სიგარეტის მოწევისათვის თავის დანებება ძალია ძნელია, სიგარეტის მოწევას თავს ვერ დაანებებთ, თუ არ იცით ეს როგორ გააკეთოთ. ამისთვის არ არსებობს რაიმე საუკეთესო გზა. ზოგი ადამიანი სიგარეტს თავს ანებებს უეცრად და , როგორც ამბობენ, ეს ყველაზე ეფექტური გზაა. ამ პროცესისათვის დამახასიათებელი სიმპტომები , მართალია , მეტი ინტენსიურობით იჩენს თავს, მაგრამ მალე ქრება. ზოგი ამჯობინებს სიგარეტის მოწევას თავი დაანებოს თანდათნობით. ასეთ დროს ამ პროცესისათვის დამახასიათბელი სიმპტომები ნაკლებად აწუხებს მას, მაგრამ სამაგიეროდ უფრო დიდი ხნის განმავლობაში.
თუ თქვენ სცადეთ სიგარეტზე თავის დანებება , მაგრამ არაფერი გამოგივიდათ , არ შეშინდეთ, სცადეთ კიდევ ერთხელ, რადგან ბოლოს და ბოლოს აუცილებლად მიაღწევთ მიზანს.
რამდენიმე წესი იმისათვის, თუ როგორ დაანებოთ თვი სიგარეტის მოწევას:

- დანიშნეთ ამისათვის ზუსტი დღე. უმჯობესია,რომ ეს დღე იყოს უახლოეს მომავალში
- სანამ მოწევას თავს დაანებებთ, აღნიშნეთ რა სიხშირით ეწევით და უფრო ხშირად რა საქმიანობის დროს
- ჩამოთვალეთ მიზეზები, თუ რატომ გინდათ დაანებოთ თავი სიგარეტს
- უთხარით ყველას, რომ სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ, არ დამალოთ, სთხოვეთ თქვენი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ყოველნაირად ხელი შეგიწყონ, დაგეხმარონ
- სიგარეტის მოწევას დაანებეთ თავი ზუსტად თქვენ მიერ დანიშნულ დღეს. აღარ შეინახოთ სიგარეტი სახლში და ეცადეთ უარი თქვათ სხვის მიერ შემოთავაზებულ ერთ ღერზეც კი
- მოახდინეთ თქვენი ყურადღებისა და ძალების მობილიზაცია, რომ მიმდინარე დღეს არ მოწიოთ სიგარეტი, ნუ ინერვიულებთ ხვალინდელ დღეზე ან მომავალ კვირაზე
- შეეცადეთ მომავალ დღეებში აიცილოთ თავიდან ის საქმიანობა, რომელიც სიგარეტის მოწევასთან იყო დაკავშირებული ან სიგარეტს გაგონებთ
- უმჯობესია დაკავდეთ ისეთი საქმიანობით, რომლის დროსაც სიგარეტის მოწევა არ გაგახსენდებათ ან, თუ ძალიან გაგიჭირდებათ, მიიღეთ შხაპი ან იცურავეთ, რადგან ამ დროს ფიზიკურად ვერ შეძლებთ მოწევას
- დააჯილდოვეთ თქვენი თავი: იმ ფულით, რაც დაზოგეთ სიგარეტის თავის დანებების გამო, იყიდეთ თქვენთვის რაიმე სასიამოვნო ან დააგროვეთ ფული სასურველი მოგზაურობისათვის
- ხშირად გაახსენეთ საკუთარ თავს, რომ სიგარეტის თავის დანებება არის თქვენთვის ძალიან სასარგებლო, გადახედეთ ხოლმე ზემოთ აღნიშნული მიზეზების სიას, დაუხატეთ თქვენს თავს მომავალი ჯანმრთელი და კომფორტული ცხოვრების სურათი
- თამბაქოს მოწევა არის პირდაპირი გზა დაავადებებისაკენ, სიცოცხლის შემოკლებისაკენ. თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევაზე უარის თქმა ყოველთვის შეიძლება. ამისათვის საჭიროა მხოლოდ სურვილი და ნებისყოფა.
გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს!!!
Комментариев нет:
Отправить комментарий